მზადება ზვიად გამსახურდიას იუბილესთვის

ზვიად გამსახურდიას ოჯახი პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გაჭიანურებულ გამოძიებაში ძვრებს ელოდება.

ამ იმედს შვილებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება უჩენს. ბიძინა ივანიშვილი ძიების ბოლომდე მიყვანის აუცილებლობაზე საუბრობს. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის გამოძიება 1993 წელს დაიწყო და დღემდე უშედეგოდ გრძელდება. 2015 წელს საქმეს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. მტკიცებეულებების დიდი ნაწილი აღარ არსებობს, თუმცა საქმეში დევს რამდენიმე მთავარი მოწმის ჩვენებები, რომლებიც 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში, მაშინდელ პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ. მათ შორის არიან დაცვის წევრებიც.

პროკურატურას რეზონანსული საქმის გამოსაძიებლად და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად ვადა 2024 წლამდე აქვს.

ხათუნა გაგნიძე არკვევდა, არსებობს თუ არა ძიების პროცესში პროგრესი და როგორ აღინიშება ორ დღეში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილე.