მზადება ზამთრის ტურისტული სეზონისთვის
მზადება ზამთრის სეზონის გასახსნელად.
სამთო-სათხილამურო კურორტებზე აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია სიახლეებიც. მათ შორის გუდაურში, სადაც ახალი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. ახალი საბაგიროები, ახალი სასრიალო გზები და ხელოვნური გათოვლიანება – დღეს ცნობილი გახდა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ.
ტურისტების მოსაზიდად და ახალი სერვისების შესათავაზებლად სამუშაოებს ატარებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც.