მზადება ზამთრის სეზონისთვის

ზამთრის კურორტებზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს დღეს გუდაურში.

პრიორიტეტი დამსვენებლებისთვის უსაფრთხო პირობების შექმნაა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება უამინდობის შემთხვევაში გზების დროული გაწმენდა და სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზების თავიდან აცილება. სათხილამურო სეზონის თანმდევ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობდა. წლევანდელ სეზონზე გუდაურში რამდენიმე სიახლეა – ძირითადად ინფრასტრუქტურის კუთხით.