საქართველო პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდება. 33-წლიანი ისტორიის მქონე ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება. შეჯიბრებები 9 თებერვალს დაიწყება. მოეწყობა ჩემპიონატები ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებში. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია. განხორციელებულ პროექტებს შორისაა თბილისში აშენებული ყინულის არენა, რომელიც ყინულის მოედანს 700 ადამიანზე გათვლილ ტრიბუნებს და სხვადახვა დარბაზს აერთიანებს. შეგახსენებთ, რომ მასშტაბური სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლება საქართველომ 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე მიიღო.