მზადება ვენეციის ბიენალესთვის

ახალგაზრდა ქართველი მხატვარი ვენეციის 58-ე ბიენალეზე პერსონალური გამოფენით წარსდგება.

თეკლა მელაძემ ოფიციალური მოსაწვევი უკვე მიიღო. ბიენალეს კომისიას, თვითნასწავლი ქართველი მხატვრის ნამუშევრები იტალიის სახელოვნებო ასოციაციამ წარუდგინა. კომისიამ დადებითი შეფასება მისცა თეკლა მელაძის ნამუშევრებს, – როგორც ახალ სახელოვნებო მიმდინარეობას. მის გამოფენას ვენეციის ბიენალეს ოფიციალური პავილიონი 1-7 ივლისს უმასპინძლებს. ასევე, თეკლა მელაძის ნამუშევრებს ბიენალეს ოფიციალურ კატალოგში  რამდენიმე გვერდი დაეთმობა.