მზადება ვაქცინების მისაღებად და მასობრივი იმუნიზაციისთვის

წინა წლისგან გასხვავებით, წლევანდელი საგამოცდო პროცესი გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მონაცემების ფონზე ჩატარდება. შეზღუდვების მოხსნის და საზღვრების გახსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღე მძიმდება. ბოლო ორი დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 000-ს აჭარბებს. იზრდება ინდური ე.წ. დელტას შტამის ცირკულირებაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო კვლევით, ეს შტამი ბრიტანულთან შედარებით 55%-ით მეტი გადადების უნარით გამოირჩევა. შესაბამისად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება, თუმცა ქვეყანაში ვაქცინების მხოლოდ მეორე დოზის მარაგია დარჩენილი. ჯანდაცვის სამინისტრო მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას აანონსებს. ივლისში რამდენიმე სახეობის ვაქცინის მილიონი დოზის მიღებას ელოდებიან, თუმცა აქცენტი ძირითადად ჩინურ ვაქცინებზე კეთდება, “ფაიზერის” შემოტანის თარიღი კი ისევ არ კონკრეტდება.