ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის პარტიული სიების, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარეს პარტიული სია 14 რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიიდან 12-მა წარუდგინა.
რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია 11 საერთაშორისო და ცხრა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.