თვითმმართველობის არჩევნებამდე 56 დღე რჩება, საარჩევნო კამპანია კი აქტიურ ფაზაში გადადის. ირკვევა, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 17 პარტიას აქვს. როგორ აფასებენ საკუთარ შანსებს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტები – ოპოზიციას კენჭისყრის პროცესის სამართლიანად ჩატარების იმედი არ აქვს, თუმცა ბრძოლას მაინც აპირებს.