ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნამდე ერთი კვირა რჩება. თუმცა გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა უკვე 20 პროცენტით არის გაზრდილი. ამ სტატისტიკას სასტუმროების დატვირთვა და ავიარეისების რაოდენობა ადასტურებს. 2025 წლის აპრილში ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები 2024 წელთან შედარებით 30 პროცენტით არის გაზრდილი.
რა მოლოდინები აქვთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში და როგორ ემზადება საზღვაო ქალაქი სეზონის გახსნისთვის.
მერაბ წულუკიძისა და ედუ კოჩალიძის რეპორტაჟი ბათუმიდან.