მზადება ტურისტული სეზონისთვის

შიდა ტურიზმი იხსნება. ხვალიდან, 15 ივნისიდან, ვიზიტორები „ახალციხის ციხის“ დათვალიერებას შეძლებენ,  თანაც სრულიად უფასოდ. დამსვენებლებისთვის გადასახადი გაუქმდა ბორჯომის პარკშიც. შემცირებული ტარიფებით და სპეციალური შეთავაზებებით მოემსახურებიან მოქალაქეებს  ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებშიც. რა სახის სავალდებულო წესების დაცვა მოუწევთ ვიზიტორებს ქართული ძეგლების მონახულებისას, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი.

დატოვე კომენტარი