საქართველოს რეგიონებში ტურისტების მისაღებად ემზადებიან. სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესს კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული ახალი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ და შესაბამის მოთხოვნებზე გადაწყობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
კახეთის რეგიონში ორ დღეში ამოქმედდება რეგიონში არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობები. განსაკუთრებული სამზადისია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც.