მზადება ტურისტული სეზონის გახსნისთვის 

როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ „კოვიდ-19“-ისგან უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ტურიზმის აღდგენის დროს მთავარ უპირატესობად – სამოქმედო გეგმა იმერეთის ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს პრემიერმა გააცნო.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრის მონაწილეებს უსაფრთხოების ის მთავარი ნორმები და სტანდარტები აუხსნა, რომელთა დაცვა ტურისტების მოსაზიდად და ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უცხოელი ვიზიტორების მასპინძლობისთვის ნებართვაა საჭირო, რომელსაც სასტუმროები და რესტორნები სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღებენ. სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში მომზადდება სპეციალური სიებიც. დიდი ალბათობით, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო საზღვარს გახსნის.

დატოვე კომენტარი