მზადება ტურისტების მისაღებად 

ხუთ დღეში ქვეყანაში შიდა ტურიზმი გაიხსნება.

რამდენიმეთვიანი იზოლაციის და მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ მოქალაქეებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის საშუალება ისევ მიეცემათ, თუმცა განთავსების ობიექტებს და ტურისტულ კომპანიებს ვიზიტორების მიღება და მომსახურება მკაცრი რეგულაციების დაცვით მოუწევთ. ტურისტულად მიმზიდველ ადგილებზე ტურიზმის განვითარების და პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორის დახმარების მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტები ახლა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. მათ შორისაა სამეგრელოც.