მზადება სომხეთთან მატჩისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერევანშია.

ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად ორ მატჩს სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. პირველი შეხვედრა ხვალ 20 მარტს სომხეთში გაიმართება, განმეორებითი დაპირისპირება კი – 23 მარტს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე შედგება. საქართველოს ნაკრებს, პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელია და გუნდის კაპიტანი გურამ კაშია, დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ წუთებში ერევანში ვარჯიშობს, სადაც ჩვენი ჟურნალისტი ნინო გაბელია იმყოფება.