მზადება სომხეთთან მატჩისთვის

საქართველო-სომხეთის საფეხბურთო დაპირისპირებამდე ერთი დღე რჩება.

ჩვენი ეროვნული ნაკრები ხვალინდელი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, ორივე ქვეყნის ეროვნულმა გუნდებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. მთავარმა მწვრთნელებმა კი მედიის კითხვებს უპასუხეს. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორ მატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს, თბილისში დაუპირისპირდება.

ხვალინდელი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის ტელერეპორტაჟს კი, ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„მოამბე“ ერევნიდან.