მზადება შობის დღესასწაულისთვის 

საშობაოდ ერთი დღით გადაადგილების შეზღუდვა იხსნება. დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ მოძრაობა როგორც ქვეითად, ისე ავტომობილებით. შობის სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში 23 საათზე დაიწყება და უწმინდესი სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. სასულიერო პირები მრევლს მოუწოდებენ, რომ ეკლესიაში გაიკეთონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. რაც შეეხება ტრადიციულ ალილოს – პანდემიის გამო მსვლელობა არ მოეწყობა, მოხდება ავტომობილებით ქალაქის შემოვლა, დალოცვა და ნაკურთხი წყლით კურთხევა.

დატოვე კომენტარი