მზადება შიდაპარტიული არჩევნებისთვის

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის ემზადებიან. პარტიაში დღეს სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც არჩევნების ჩატარების ფორმაზე იმსჯელეს. ამ ეტაპზე ძირითადად ორი ვარიანტი განიხილება, ერთია ღია გამოკითხვა ფეისბუქზე, ხოლო მეორე არჩევნები ბლოკჩეინის მეშვეობით, რაც უსაფრთხოებასა და ხმის ფარულობას უზუნველყოფს.

ჯგუფის წევრები აანონსებენ, რომ საბოლოო პოზიციებს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შეაჯერებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პოლიტსაბჭო მიიღებს. სწორედ ამის შემდეგ შეძლებენ კანდიდატები ოფიციალურად რეგისტრირებას, კამპანიის დაწყებას და დადგინდება არჩევნების თარიღიც.

დღეს პარტიის ოფისში ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და მათთვის მისაღებ საარჩევნო ფორმაზე ისაუბრეს. პარალელურად, რეგიონებში შეხვედრებს მართავს კიდევ ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებენ მმართველ გუნდშიც.