მზადება შიდაპარტიული არჩევნებისთვის

გუშინ გვიან ღამით დასრულდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ საარჩევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. სხდომაზე დადასტურდა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები სრულად ელექტრონულად გაიმართება და ხმის მიცემის პროცესი, სავარაუდოდ, „ფეისბუქის“ საშუალებით წარიმართება. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავეში ყოფნის სურვილი ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ გამოთქვეს. სამუშაო ჯგუფი მუშაობას აგრძელებს და საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობის შემდეგ გადაწყდება ისიც, როგორ მოხდება კანდიდატების რეგისტრირება, კონკრეტულად ვის ექნება ხმის მიცემის და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.