მზადება საყოველთაო ნათლობისთვის

სამების საკათედრო ტაძარში დღეს საყოველთაო ნათლობის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება. ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მონათლავს. ტრადიცია, რომელიც ილია მეორემ დაამკვიდრა, ახლა შიო მესამის ხელმძღვანელობით გრძელდება. 20:00 საათზე კი, პატრიარქი ნათლულებს დალოცავს. ამასთან, დღესვე სამების ტაძარში მივლენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები. მათ უწმინდესი დალოცავს.

ცარო კირვალიძის ჩართვა სამების ტაძრიდან #მოამბე