მზადება „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისთვის

რამდენიმე საათი „საქართველოს ვარსკვლავის“ გამოვლენამდე.

გამარჯვებისთვის ოთხი კონკურსანტი იბრძვის. ვინც დღეს მაყურებლის მხარდაჭერას და ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, „საქართველოს ვარსკვლავი“ გახდება და ევროვიზიაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება.

რეპეტიცია უკვე რამდენიმე საათია დაწყებულია. ფინალისტები გულშემატკივართან შესახვედრად ემზადებიან.

ფინალში ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე იმღერებენ. დღევანდელი შოუსთვის სიმღერები მათ თავად შეარჩიეს.