მზადება საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია ახალი პატრიარქის ასარჩევად ემზადება. სულიერი წინამძღოლის არჩევის პროცედურებსა და საორგანიზაციო დეტალებზე სასულიერო პირებმა პირველი არხის ეთერში ისაუბრეს. სინოდის გაფართოებულ სხდომაზე 39 მღვდელთმსახური პატრიარქობის სამ კანდიდატს კენჭისყრის შედეგად, სავარაუდოდ, 24 აპრილს დანიშნულ სხდომაზე გამოავლენს. ამავე დღეს გაირკვევა, როდის ჩანიშნავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ სხდომას, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აირჩევა.
ეკლესიის წინამძღოლი გახდება ის, ვისაც მინიმუმ 20 წევრის ხმა ექნება. საქართველოს ეკლესიის კრება, როგორც ცნობილია სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება და მას 2000-მდე დელეგატი დაესწრება.