მზადება საჯარო სკოლებში

მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს საჯარო სკოლებშიც, სადაც სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან უნდა აღდგეს. სავალდებულო იქნება საკლასო ოთახებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა,  შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის ტარება, გარდა მოსწავლისა, სკოლაში შესვლამდე დეზობარიერის გავლა, თერმოსკრინინგი და ხელის დეზინფიცირება. გაკვეთილებს შორის, დასვენებაზე ოთახების განიავება –  სკოლებში მოსწავლეები და მასწავლებლები საკლასო ოთახებს ამ რეკომენდაციების დაცვით დაუბრუნდებიან.  მასწავლებლები რეგულარულად გაივლიან კოვიდტესტირებას. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სკოლები საკუთარი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ, რამდენი მოსწავლე განთავსდება ერთ საკლასო ოთახში, ისე რომ ერთმეტრიანი დისტანცია არ დაირღვეს.

მოამბე