მზადება საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 

შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე საქართველოში ტურისტების ნაკადი იზრდება.

ე.წ. კომენდანტის საათის ხანგრძლივობის შემცირების და კაფე-რესტორნებისთვის რეგულაციების გამარტივების შემდეგ ახლა მთელი ყურადღება დაწესებული წესების აღსრულების კონტროლის გამკაცრებაზე გადადის, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდეს და ქვეყანაში ჩამოსულ ვიზიტორებს უსაფრთხო გარემო დახვდეთ. წამახალისებელი ღონისძიებები და აქტივობებია დაგეგმილი იმ ტურისტული ობიექტებისთვის, რომლის პერსონალი ვაქცინირებული იქნება. შემსუბუქებულია საზღვრის კვეთის და ქვეყანაში შემოსვლის წესებიც. ინდოეთის გარდა, სადაც ახალი საშიში შტამი ცირკულირებს, კარანტინის გავლა არცერთი სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეებისთვის სავალდებულო აღარ არის. საკმარისია მხოლოდ „პისიარ“-ტესტის პასუხი ან აცრის დამადასტურებელი საბუთი.