მზადება საერთაშორისო ფრენების აღსადგენად

ეკონომიკის მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს გაეცნო.

აეროპორტის შესასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები და სიცხის გამზომი ვიდეო-სკანერები. ასევე დაგეგმილია მოფრენისა და გაფრენის ტერმინალების მონიშვნა უსაფრთხო დისტანციის სპეციალური სტიკერებით, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები. საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს.