მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის

თამარ ედილაშვილი 10 დღეში საქართველოს საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს.

პრესტიჟულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს წელს ბელარუსის დედაქალაქი მასპინძლობს.

მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა.

პირველი არხის საბავშვო მეგაშოუს „რანინა“ გამარჯვეული 10 000-კაციანი აუდიტორიის წინაშე სოფო ტოროშელიძის სიმღერას შეასრულებს სახელწოდებით „შენი ხმა“.

შოუს ტრანსლაციას პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.