მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის 

ორ კვირაში პირველი არხის მეგაშოურანინას“ გამარჯვებული საბავშვო ევროვიზიაზე წარდგება.

საფრანგეთის დედაქალაქში გამგზავრებამდე ნიკო ქაჯაიამ საკონკურსო სიმღერის სასცენო დადგმა მოცეკვავეებთან ერთად მოამზადა, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა. ქართველი კონკურსანტი გიგა კუხიანიძის სიმღერას, „დავთვალოთ ღიმილები“ შეასრულებს. უცხოურ საიტებზე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ნიკო ქაჯაია კონკურსის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება.

ნიკო ქაჯაია პარიზში 19 დეკემბერს იმღერებს. მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულს კი ჟიური და მაყურებელი გამოავლენს. ერთად ვუგულშემატკივროთ ნიკო ქაჯაიას. ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.