გიორგი როსტიაშვილმა პოლონეთში, „გლივიცა არენაზე“ დღეს დილიდან კიდევ ერთი რეპეტიცია გაიარა. თბილისის დროით, 19:00 საათზე, ფინალური შოუს გენერალური რეპეტიცია გაიმართება, რომელსაც ჟიური აფასებს. ხვალ კი ჟიურის ქულები მაყურებლის ქულებთან დაჯამდება.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის მხარდაჭერა, ფესტივალის ვებგვერდზეა შესაძლებელი. თითოეული ხმა გადამწყვეტია. ფინალი ხვალ, 19:00 საათზე გაიმართება და ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
ევროვიზია