მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის

სამი დღე რჩება საბავშვო ევროვიზიამდე.

24 ნოემბერს პოლონეთში საქართველოს სახელით გიორგი როსტიაშვილი იმღერებს. რანინას მე-2 სეზონის გამარჯვებულს 18 კონკურენტი ჰყავს. ქართველი კონკურსანტი „გლივიცა არენაზე“ მეექვსე სიმღერით კომპოზიტორ დათო ევგენიძის მიერ შექმნილი სიმღერით წარდგება, რომელზეც კლიპი რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ხმის მიცემა ევროვიზიის ვებ-გვერდზე ხვალიდან დაიწყება. ნებისმიერ მსურველს ასევე შეუძლია, ამავე საიტზე ოფიცილური ვიდეო-კლიპი გააზიაროს და საქართველოს წარმომადგენლის მიმართ მხარდაჭერა ამ ფორმით გამოხატოს.

მარიკა შალიკაშვილი გვერთვება პოლონეთის ქალაქ გლივიცადან.

დატოვე კომენტარი