„Shine like a star“ – ამ სიმღერით წარდგება ქართველი კონკურსანტი, ანიტა აბგარიანი საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება.
საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დასრულდა და აქტიურად მიმდინარეობს რეპეტიციები. ფინალური შოუ 13 დეკემბერს 20:00 საათზე, ოლიმპიურ სოფელში გაიმართება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას, ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
თემაზე „მოამბის“ ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი მუშაობს.