მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის

21:59, 09.12.2025

18 ქვეყანა და მზადების ფინალური ეტაპი. ოთხ დღეში თბილისი პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს. საბავშვო ევროვიზია საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდება. ჩვენი ქვეყნის სახელით პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი იმღერებს. 13 დეკემბერს ფინალური შოუ ოლიმპიურ სოფელში გაიმართება. ონლაინ ხმის მიცემა კი 12 დეკემბერს ღამის 12:00 საათიდან დაიწყება. გამარჯვებული ჟიურისა და მაყურებლის ხმების შეჯამებით გამოვლინდება. შოუს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები, ლიზა წიკლაური და დათუნა ალადაშვილი წარუძღვებიან.

ოთხი დღით ადრე, ქართველი კონკურსანტი დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა.

მსგავსი