მზადება საბავშვო ევროვიზია 2025-თვის

საბავშვო ევროვიზია 2025-ის მონაწილეები კონკურსისთვის ემზადებიან.

კონკურსანტები დღეს „პოსტ ქარდების“ გადაღებაში მონაწილეობენ, რომლებიც ეთერში მათ სცენაზე გამოსვლამდე გავა. დღესვე რეპეტიციები იწყება ოლიმპიურ სოფელშიც. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება და მას პირდაპირ ეთერში პირველი არხი შესთავაზებთ.