მზადება საარჩევნოდ

პარტიების წინასაარჩევნო მზადება – პოლიტიკური გაერთიანებების ნაწილი საარჩევნო პროგრამების წარდგენას იწყებს. უახლოეს პერიოდში მათ უკვე პროპორციულ სიებსა და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებზე საბოლოო შეჯერებაც მოუწევთ.

„თავისუფალმა საქართველომ“ დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. კრწანისში ქალი კანდიდატები წარადგინა „ლელომ“. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ერთი მაგიდის ირგვლივ მსხდომ ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ჯერ სრული სია მზად არ აქვთ, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს და ორ დარჩენილ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებიც შეირჩევიან. თვის ბოლოს საკუთარი სიის საზოგადოებისთვის წარდგენას გეგმავს მმართველი გუნდი.