მზადება საახალწლო კონცერტისთვის

მზადება საახალწლო კონცერტისთვის.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.

ღონისძიებები ცოტა ხანში დაიწყება. გაიმართება მოძრაობის თეატრის წარმოდგენა.

მოედანზე გახსნილია საშობაო ბაზრობა, პატარებისთვის არაერთი გასართობი სივრცეა მოწყობილი. მათ შორის, დისტანციური მინი ავტომობილების პარკი, საშობაო წისქვილი-კოშკი.

ბავშვების გართობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ, იმუშავებს ღია კინოთეატრი.

ღონისძიებები 13 იანვრამდე გაგრძელდება და ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდება.

დატოვე კომენტარი