რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მასპინძლობის მზადყოფნას გამოთქვამენ შვეიცარია, ბელარუსი, უნგრეთი და ავსტრია.
„ბელარუსს არ უთხოვია შუამავლის როლი და არც ითხოვს, მაგრამ თუ ეს ჩვენს მოძმე რესპუბლიკაში მშვიდობისთვის აუცილებელია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრის ორგანიზებისთვის“, – განაცხადეს ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თქვა, რომ თუ პუტინი შვეიცარიაში ზელენსკისთან მოლაპარაკებებს დაესწრება, შვეიცარიას შეხვედრის მასპინძლობა შეუძლია ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერის მიუხედავად. „ჩვენ შეგვიძლია ასეთი შეხვედრის ჩატარება და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ის შეუფერხებლად წარიმართოს“, – აღნიშნა შვეიცარიელმა მაღალჩინოსანმა. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უნგრეთის პრემიერმა ასევე გამოხატა ინტერესი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების მასპინძლობის თაობაზე.