მზადება რთველი 2025-ისთვის

2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დამატებით ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი: 0322 193 283 რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი 24-საათიან რთველის დაწყებისთანავე რეჟიმში იმუშავებს. ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზე კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად.