მზადება რეგულაციებისთვის და მოლაპარაკებები მერიასთან

ტაქსების სადავო რეგულაციების გარშემო მოლაპარაკებები დაიწყო.

ამ ეტაპზე მძღოლებსა და მერიას შორის შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ არის მიღწეული. ავტომობილის ფერის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, თუმცა დავის საგნად რჩება მარჯვენასაჭიან ტაქსებთან დაკავშირებული შეზღუდვა.

ოქტომბრიდან ასამოქმედებელი რეგულაციის მიხედვით, მარჯვენა საჭიან ავტომობილებს მომსახურება საერთოდ უნდა აეკრძალოთ, მაგრამ შესაძლოა, მძღოლების მწვავე პროტესტის შემდეგ, დედაქალაქის მთავრობა ამ ნაწილშიც გარკვეულ დათმობაზე წავიდეს.

პროცესში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ტაქსის მძღოლები საკუთარი სურვილით გაემიჯნენ.