მზადება პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში ჩატარების საკითხი აქტიურად განიხილება, თუმცა, როგორც გუბერნატორი აცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მისივე თქმით, პასუხი ინაუგურაციის თელავში ჩატარების შესახებ მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯერჯერობით დაზუსტებული მხოლოდ თარიღია. მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.