მზადება პრემიერისთვის

კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი საპრემიერო სამზადისშია. ეს იქნება პირველი პრემიერა, რომელსაც თეატრი პანდემიის შემდეგ ითამაშებს. რეგულაციებისა და პიესის გათვალისწინებით, თეატრი სპექტაკლს სახურავზე, ღია ცის ქვეშ  გაიმართება. „ლიზას ტორტი“ – ასე ჰქვია პიესას, რომელსაც რეჟისორი სოსო ბაკურაძე დგამს და მოგვითხრობს ამბავს, რომელიც ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე ვითარდება.

საპრემიერო ჩვენებები 31 აგვისტოს, ასევე პირველ და ორ სექტემბერს გაიმართება.