მზადება პოლიტიკური დიალოგის მესამე რაუნდისთვის

ქვეყანა მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში – ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებზე ხელისუფლების პასუხს ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების ხელახლა ან ვადამდე ჩატარება წითელი ხაზებია, ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ მოთხოვნებს არ ცვლის და მმართველ გუნდთან სხვა საკითხების განხილვას გამორიცხავს.

ხელისუფლების ოპონენტები წინასწარ აანონსებენ, რომ რიგით მესამე შეხვედრაზე მმართველი პარტიისგან სხვა წინადადების მოსმენას მძაფრი რეაქციები მოჰყვება. განსხვავებული პოზიცია აქვს „გირჩს“, ასევე ალეკო ელისაშვილს, რომელიც მოლაპარაკების საგნად მართლმსაჯულების რეფორმას დასაშვებად მიიჩნევს.