მზადება პირველი სხდომისთვის

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სხდომას არ მოიწვევს, მას უხუცესი წევრი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი – ლადო კახაძე გახსნის. ის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. ქვეყნის მთავარი კანონის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა – 76 დეპუტატი ესწრება. „ქართულ ოცნებას“ კი 89 მანდატი აქვს, ამიტომ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის უმრავლესობას საკუთარი ხმები ჰყოფნის. ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა.