მზადება პარიზის გრანდ სლემისთვის

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს წინ მნიშვნელოვანი ტურნირი ელის. საუკეთესო ძიუდოისტებს შორის მედლებისთვის 12 ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს.

2017 წლის პარიზულ გრან-პრიზე ქართველებმა ერთი ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მიიღეს. 10 და 11 თებერვალს კი გაირკვევა, შეძლებენ თუ არა ძიუდოისტები ამ შედეგის გაუმჯობესებას.

ტრავმის გამო ნაკრები ამჯერად ავთანდილ ჭრიკიშვილის გარეშე იასპარეზებს. ირაკლი ცირეკიძის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა ფიზიკური ვარჯიშებისთვის განკუთვნილი მოსამზადებელი პირველი ეტაპი უკვე დაასრულა.