მზადება პაპი ლეო XIV-ის ინაუგურაციისთვის

დღეს ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია რამდენიმე საათში დაიწყება და მას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც რომში უკვე ჩავიდა. აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, ინაუგურაციას ასევე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება. ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტიც.

ახალი პაპი კონკლავმა 8 მაისს აირჩია. ამერიკელი რობერტ პრევოსტი აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.

მარიამ ბერძენიშვილი ვატიკანიდან.