მზადება ოლიმპიური ფესტივალისთვის

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებიან ბაკურიანში. საორგანიზაციო შეხვედრაზე განიხილეს ტურნირის დეტალები. ფესტივალის მონაწილე პირველი დელეგაციები საქართველოს 4 თებერვალს ეწვევიან, 6 თებერვლიდან კი დაგეგმილია პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიში. საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ბაკურიანი 2025-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს.