მზადება ოჯახის სიწმინდის დღისთვის

21:03, 16.05.2026

„ეს დღე იქნება სახე ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა“ – ასეთია საპატრიარქოს მოლოდინი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 2014 წლის შემდეგ პირველად, პატრიარქ ილია მეორის მონაწილეობის გარეშე აღინიშნება.

წელს 17 მაისი გამორჩეულია იმითაც, რომ ამ ეროვნული დღესასწაულის მონაწილეებს ახალი პატრიარქი, შიო მესამე დალოცავს. ხვალ სამებაში ჩატარდება მისი პირველი საპატრიარქო წირვაც. ქვეყნის ათ ქალაქში შეკრება 10:00 საათზე, მსვლელობა კი ყველგან ერთდროულად 11:00 საათზე დაიწყება.

სასულიერო პირებმა კურთხევა მიიღეს, რომ ღვთისმსახურება დილით ადრე აღასრულონ, რათა მრევლმა დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეძლოს. ილია მეორეს სურდა, მისი ინიციატივით დაწესებული ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე ერის გამთლიანებისა და საერთო ლოცვის დღე ყოფილიყო, ტრადიციად ქცეული დღესასწაული გრძელდება.

დესი ვარდოსანიძის რეპორტაჟი.

მსგავსი