მზადება ნატოს სამიტისთვის - ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან 

ნატოს სამიტის შემდეგ მისაღები კომუნიკეს დეტალებზე „მოამბესთან“ ჯეიმს აპატურაი საუბრობს.

ექსკლუზიურ ინტერვიუში ორგანიზაციის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტში ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ იქნება დადასტურებული. აპატურაი ავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზეც მიუთითებს. სამიტის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის რანგში მას პირველად დაესწრება ჯო ბაიდენი. შესაბამისად საინტერესოა ის გზავნილები, რომლებიც ამერიკისა და ნატოს მომავალი ურთიერთობის და ერთობის შესახებ უნდა გაჟღერდეს. საქართველო სამიტიდან ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრას ელოდება და წინასწარ ნატოს რამდენიმე ქვეყნიდან მტკიცე მხარდაჭერის გარანტიები უკვე მიღებული აქვს.

ლევან ახალაია ესაუბრა ჯეიმს აპატურაის.