მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის - „მოამბე რეგიონები“ ბაკურიანში

ერთ კვირაში ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

18 თებერვალს საქართველოში სტარტს აიღებს პლანეტის პირველობა თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მასშტაბური სპორტული ღონისძიებისთვის სამზადისი დასკვნით ეტაპზეა. სპეციალურად ამ შეჯიბრისთვის ბაკურიანში მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. ჩატარდა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც. მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ბაკურიანში გადაადგილებაზე სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს.

როგორი მოლოდინი აქვთ ორგანიზატორებს და რა ეტაპზეა სამზადისი, – გენო ოსიყმაშვილი ბაკურიანიდან.