მზადება მეორე ტურისთვის და ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი

თბილისის ჩრდილოვანი კაბინეტის ვიცე-მერს მედიასთან განმარტებების გაკეთება უწევს.

რეზონანსი გამოიწვია მიხეილ სააკაშვილზე მამუკა ხაზარაძის ბოლო განცხადებამ. „ლელოს“ ლიდერმა, რომელსაც არჩევნების მეორე ტურის წინ დაკომპლექტებულ კოალიციურ ჩრდილოვან კაბინეტში მერის მოადგილის პოსტი ერგო, ყოფილი პრეზიდენტი დანაშაულის ჩამდენად მოიხსენია. ეს მაშინ, როდესაც ის მეორე ტურში ოპოზიციის შანსებზე და ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებით დაშინების ტენდენციაზე საუბრობდა. თავის დროზე „ლელო“ არც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას შეერთებია. უკვე დღეს ოპოზიციონერმა ლიდერმა რიტორიკა შეცვალა და მედია კონტექსტის დამახინჯებაში დაადანაშაულა. ახლად შეძენილი პოლიტიკური პარტნიორებისგან გასხვავებით, ხაზარაძის განცხადებებმა კიდევ უფრო გაზარდა ჩრდილოვან კაბინეტს მიღმა მყოფი ოპოზიციის იმ ნაწილის სკეპტიციზმი, ვისაც ორი დღის წინ შექმნილი კოალიციის წევრთა ერთიანობის არ სჯერა.

დატოვე კომენტარი