მზადება მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის

როგორი იქნება მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის დღის წესრიგი, ჯერ დაზუსტებული არ არის. სპეციალური კომისია მუშაობას განაგრძობს.

განხილვის პროცესშია ლოკაციების საკითხი, ეს არის თბილისი, თელავი და წინანდალი.

აქედან დადასტურებული მხოლოდ ერეკლე მეორის სასახლეა, სადაც სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ფიცს დადებს.

აღარ შეიცვლება არც თარიღი, ინაუგურაცია ზუსტად ერთ კვირაში შედგება.