მზადება მცხეთობისთვის
მცხეთაში მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია მრავალფეროვანი შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობები. მოეწყობა სანახაობითი ატრაქციები, საგამოფენო, ისტორიული, სადეგუსტაციო, ეთნოგრაფიულ-თემატური, არქეოლოგიური, საბავშვო-გასართობი სივრცეები და ფოტოზონები. ჩატარდება მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენები, საგანმანათლებლო და ქართულ წეს-ჩვეულებათა იმიტირებული აქტივობები, ინტელექტუალური თამაშები, სახალხო შეჯიბრებები, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური და მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. ასევე, დაჯილდოვდებიან მცხეთის საპატიო მოქალაქეები. ღონისძიება მოწვეული ჯგუფების გალა კონცერტით დასრულდება.