მზადება ლომისობის დღესასწაულისთვის

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, მლეთაში მაშველები არიან მობილიზებული. როგორც ცნობილია, მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე რთული რელიეფის გამო, ხშირია მოქალაქეთა დაშავების შემთხვევები.

განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდებს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დილის რვიდან 18:00 საათამდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, გადატვირთული მოძრაობის და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 30-ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას მოერიდონ.